ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში სირიის საკითხზე მსჯელობენ


სენატორი მაკეინი: „ამჟამად ბაშარ ალ-ასადი იმარჯვებს“

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სამშაბათს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში სირიის თემაზე დახურული სხდომა გაიმართა. კომიტეტის წევრმა დემოკრატმა სენატორმა ჯეკ რიდმა ჟურნალისტების წინაშე განაცხადა, რომ ის მიესალმება ნებისმიერი სახის კონსენსუსს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის.
„ეს გამამხნევებელია. რუსებთან იმართება საუბრები, მათთან ვინც ადრე არ იყო თანამშრომლობისთვის განწყობილი. ვიმედოვნებ, რომ მათ შეუძლიათ ეს დისკუსიები კომპრომისით დაასრულონ გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ, რომლის შედეგიც ასადის წასვლა იქნება,“ - განაცხადა რიდმა.
მისი განცხადებით, მას სურს სირიაში ბრძოლების დასრულება და ასადის შემდგომ სირიის სათავეში სტაბილური და სეკულარული მთავრობის ხილვა.
რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიპლომატიურ ინიციატივას, რომელიც სირიაში მშვიდობას შეუწყობს ხელს.
„მე ძალიან სკეპტიკურად ვაფასებ წარმატების შანსებს. მშვიდობიანი შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუკი რუსები დარწმუნებიან, რომ ასადის გადარჩენა ვერ მოხერხდება და რომ ის დამარცხდა. თუმცა, ამჟამად ბაშარ ალ-ასადი იმარჯვებს,“ - აცხადებს ჯონ მაკეინი.
მისი თქმით, პრეზიდენტი ასადი ძალაუფლებას ირანის და რუსეთის დახმარების იმედით ებღაუჭება. ამერიკელმა სენატორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია სირიელი ამბოხებულებისათვის დახმარების გაწევის შესახებ.
„ჩვენ ამბოხებულები მძიმე შეიარაღებით უნდა მოვამარაგოთ, რათა მათ ასადის ავიაციასთან ბრძოლა შეძლონ. ჩვენ სირიაში უსაფრთხო ზონა გვჭირდება. სამწუხაროდ, თეთრი სახლი ამ განწყობით არ მოქმედებს,“ - განაცხადა მაკეინმა.
რესპუბლიკელი სენატორი ეჭვობს, რომ სირიის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის გამართვა რაიმე დადებით შედეგს მოიტანს.
გუშინვე, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა, მშვიდობიანი შეთანხმება იქნება.
XS
SM
MD
LG