ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ სირიაში დაღუპულთა შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


დაღუპულთა რიცხვის შესახებ ინფორმაცია ექსპერტებმა შვიდი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მიაწოდეს

გაეროს განცხადებით, სირიის სამოქალაქო ომში სულ 60,000 ადამიანია დაღუპული.თუმცა სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს რიცხვი რეალური მონაცემების მხოლოდ მესამედია.

ოთხშაბათს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ნავი პილაიმ ჟენევაში განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვის შესახებ ინფორმაცია ექსპერტებმა შვიდი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მიაწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა მოსალოდნელზე მეტია, პილაის განცხადებით ეს ციფრი მაინც მაშოკირებელია.

გაეროს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მკვლევარებმა დაღუპულთა საერთო რაოდენობიდან მოქალაქეების და სამხედროების გარჩევა ვერ შეძლეს. თუმცა მათი აზრით, მსხვერპლი კიდევ გაიზრდება, რადგან ბევრია მძიმედ დაჭრილი და კონფლიქტი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.


XS
SM
MD
LG