ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამშვიდობო დესპანის განცხადება


თუკი არჩევნები ჩატარდა, ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიცია, მთელი ოპოზიცია ხელისუფლებასთან საუბრის ინტერესს დაკარგავს - ლახდარ ბრაჰიმი

გაეროს და არაბული ლიგის საგანგებო დესპანი სირიაში ლახდარ ბრაჰიმი აცხადებს, რომ სირიის მთავრობა სამშვიდობო მოლაპარაკებებს საფრთხეს უქმნის. მას მხედველობაში აქვს სირიაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ხელისუფლება უარს არ ამბობს.

„თუკი არჩევნები ჩატარდა, ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიცია, მთელი ოპოზიცია ხელისუფლებასთან საუბრის ინტერესს დაკარგავს“ - აცხადებს საერთაშორისო მედიატორი.

ლახდარ ბრაჰიმიმ აღნიშნული განცხადება ხუთშაბათს გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. დამასკოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უკვე საარჩევნო კამპანიის ტიპის გამოსვლებს აკეთებს.
XS
SM
MD
LG