ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელ დევნილთა რიცხვი მატულობს


გაეროს სააგენტოში ამ დროისთვის 150 000 სირიელი დევნილია დარეგისტრირებული

ბოლო მონაცემებით, ალეპოს ორნახევარ მილიონიანი მოსახლეობიდან 200 000-ამდე ადამიანი ქალაქში აღარ იმყოფება და ისინი დევინლების სახით მეზობელ ქვეყნებს აფარებენ თავს. თუმცა სირიის ტერიტორიაზე იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის დიდი რაოდენობა რჩება. ჟენევაში ამერიკის ხმის კორესოპოდენტი ლიზა შლაინი დეტალებს არკვევდა.

გაეროს დევნილთა სააგენტოს წარმომადგნელის ადრიან ედვარდსი განცხადებით, სირიელ დევნილთა მზარდი რაოდენობა მაინც მეზობელ ქვეყნებში გაქცევას ამჯობინებს, განსაკუთრებით კი თურქეთში.

„მარტო გასულ კვირას, თურქეთში სირიიდან გადასული ხალხის რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ბევრი ალეპოდან და მიმდებარე სოფლებიდან არიან. თურქეთის სხვა რეგიონებში მდგომარეობა ასევე სავალალოა. სირიაში ძალადობის ზრდის ფონზე, იზრდება დევნილთა რაოდენობაც."

მისი განცხადებით, გაეროს სააგენტოში ამ დროისთვის 150 000 სირიელი დევნილია დარეგისტრირებული, თუმცა ეს რიცხვი ზუსტად არ ასახავს სირიიდან გაქცეული ადამიანების რაოდენობას და რომ ბევრი დევნილი რეგისტრაციაზე თავს იკავებს.
ადრიან ედვარდსის თქმით, სირიელ დევნილთა რაოდენობა მარტო თურქეთში 50 000 ადამიანს აჭარბებს. გასულ კვირას 6000-მდე ახალი დევნილი აღირიცხა და მათ შორის განსაკუთრებით მაღალია ალეპოდან, იდლიბიდან და ლატაკიიდან შემოსულთა რაოდენობა. თურქეთში უკვე შექმნილია სირიელ დევნილთა ცხრა ბანაკი. ქალებისა და ბავშვების რაოდენობა ამ ბანაკებში განთავსებული ადამიანების ორ მესამედს შეადგენს.

თურქეთის მთავრობამ, რამდენიმე დღის წინ, ახალი ბანაკი გახსნა და პირობა დადო, რომ 13 დამატებით ობიექტს ააშენებდა 50 000 დევნილის განთავსების მიზნით.
გაეროს დევნილთა სააგენტოს სპიკერის ადრიან ედვარდსის განცხადებით, ლიბანში 37 000 სირიელი დევნილია თუმცა აღრიცხულ მოსახლეობასთან ერთად, მრავლად არიან ისეთებიც, ვინც გაეროს ოფისში რეგისტრაცია არ გაიარა.

„ლიბან სირიის საზღვარზე არსებულ სოფლებში გაერო აგრძელებს სარეგისტრაციო ცხელი ხაზები გახსნას ახლად ჩამოსულ ოჯახებისთვის.“

იორდანიაში 46 000 სირიელი დევნილია. უმრავლესობა სირიის ცხელი წერტილებიდან-დარაადან და ჰომსიდან არის ჩამოსული.
იზრდება დევნილთა რაოდნეობა ერაყში, სადაც მათი რიცხვი 140,00 აღწევს. იზრდება ერაყში მიმდინარე მოვლენების დროს სირიაში გადასული მოსახლეობის დაბრუნების პროცესიც, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებს.
XS
SM
MD
LG