სირიის თავისუფალ არმიას ახალი მეთაური ჰყავს. მეამბოხეები უკვე რამდენიმე თვეა პოზიციებს კარგავენ და სამთავრობო ძალებსა და ისლამისტებს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევენ.
სალიმ იდრისს აბდულ ილა ალ ბაშირი შეცვლის.
სირიის ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა აჰმად ჯარბამ გადაწყვეტილება შეაქო და აღნიშნა, რომ სირიის ოპოზიცია გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის მთავრობისა და ალ ყაიდასთან დაკავშირებული ისლამისტების წინააღმდეგ.
ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ სირიის მთავრობა სამხედრო გამარჯვების მოპოვებას ცდილობს და პრეზიდენტ ბაშარ ასადს ამ მიზნის მიღწევაში რუსეთი ეხმარება.
“ცხადია, რომ იმის ნაცვლად, რომ მოლაპარაკებაში ჩაერთოს, ბაშარ ალ ასადი სამხედრო გამარჯვების მოპოვებას ცდილობს.”
კერიმ ეს განცხადება დღეს ჯაკარტაში გააკეთა.