ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაპატიმრებები გრძელდება


არცერთი დაკავებულისთვის დანაშაულის ბრალდება არ წაუყენებიათ

სირიელ ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, სანაპირო ქალაქ ბანიასში უსაფრთხოების ძალებმა 68 ადამიანი დააპატიმრეს, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორია აცხადებს, რომ სამშაბათს დაუსაბუთებელი დაკავების დროს 25 ქალი, სამი ბავშვი და 50 მამაკაცი იქნა დაპატიმრებული. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მასობრივი დაპატიმრებები სამი დღით ადრე სირიის ოფიცრის გატაცების გამოძახილია.

სუჰელის განცხადებით, არცერთი დაკავებულისთვის დანაშაულის ბრალდება არ წაუყენებიათ. სავარაუდოდ, სირიის მთავრობას დაპატიმრებებით ამბოხებულთა დაშანტაჟება ჰქონდა გამიზნული.
XS
SM
MD
LG