ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობა ახალ სამშვიდობო გეგმას თანხმდება


ახალი გეგმა მხარეებს შორის დაპირისპირების დასრულებას, დროებითი მთავრობის შექმნას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს

სირიის მთავრობა მზადაა, ყველა ის ახალი გეგმა განახორციელოს, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დამტკიცდება.

ორშაბათს პრემიერ მინისტრმა ვაელ ალ-ჰალაქმა არაბეთის ქვეყნების ლიგის ელჩს ლახდარ ბრაჰიმის მსოფლიო ლიდერების მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე თანხმობა განუცხადა.

ბრაჰიმის განცხადებით, ახალი გეგმა მხარეებს შორის დაპირისპირების დასრულებას, დროებითი მთავრობის შექმნას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს. თუმცა, გეგმაში არაფერია ნათქვამი პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომავლის შესახებ.

სირიელი მეამბოხეები პრეზდიენტ ასადთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ და მის ქვეყნისდან წასვლას მოითხოვენ. სირიის პრეზიდენტი კი დაჟინებით აცხადებს, რომ სირიაში დაპირისპირების ინიციატორები უცხოელი ტერორისტები არიან.

XS
SM
MD
LG