ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული ლიგის სამიტი


სირიელი ამბოხებულები დახმარებას ვაშინგტონს თხოვენ

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

გუშინ ყატარში არაბული ლიგის ორდღიანი სამიტი დაიწყო, სადაც სირიის ოპოზიცია პირველად არის წარმოდგენილი. დეტალებს სამიტის შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ელიზაბეტ აროტი არკვევდა.

სირიის ოპოზიციის ლიდერებმა დოჰაში გამართულ სამიტზე, შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლური გამარჯვება მოიპოვეს. მათ იმ მთავრობის ადგილი დაიკავეს, რომლის დასამხობადაც იბრძვიან. სამიტს ყატარის ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ხელმძღვანელობდა.

„ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ, ბატონი მოაზ ალ-ხათიბი, სირიის ოპოზიციური კოალიციის ლიდერი და ბატონი ღასან ჰიტო, სირიის დროებითი მთავრობისი მეთაური და მათი დელეგაცია, რომლებიც სამიტზე სირიის რესპუბლიკის ადგილებს დაიკავებენ,“ - განაცხადა ყატარის ემირმა.

თუმცა, ეს აღიარება დაუყოვნებლივ უარყო ოფიციალურმა დამასკომ. ასევე ამბოხებულთა რიგებში პოზიციების გადანაცვლებაც მოხდა. მოაზ ალ ხათიბმა კვირას განაცხადა, რომ ის ტოვებს ამბოხებულთა პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელის პოსტს. მიუხედავად ამისა, ხათიბი ოპოზიციის საყრდენ ფიგურად რჩება. მან სამიტზე შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიის „პატრიოტის“ რაკეტებით დაცვა სთხოვა.

„სირიის რეჟიმი უარყოფს კრიზისის მოგვარების გზებს. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც დაიცავს ადამიანთა სიცოცხლეს და შეაჩერებს ნგრევას,“ - განაცხადა ხათიბმა.

დოჰაში ჩასვლამდე ამბოხებულთა დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი ღასან ჰიტო ალეპოში შეჩერდა, რომელიც ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ეს ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა თავისუფალი სირიის არმიამ და განაცხადა რომ რეგიონზე პასუხისმგებელი სწორედ მისი მებრძოლები არიან.
ჰიტოს ყატარის მხარდაჭერა აქვს, რომელიც სირიის კონფლიქტში გავლენიან მოთამაშედ ითვლება. სწორედ ყატარი უზრუნველყოფს ამბოხებულთა მატერიალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. დოჰა აქტიურად ცდილობს სირიის ოპოზიციის საერთაშორისო აღიარების გამყარებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯს არაბული ლიგის ზოგიერთი ქვეყანა მკვეთრად ეწინააღმდეგება. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ყატარი, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლიბიის და ეგვიპტის რევოლუციებში, სირიიას ამბოხებაზე ერთმნიშვნელვან ფსონს აკეთებს.

„რადგანაც ყატარი რეგიონში ახალი მოთამაშეა, ძალიან რთულია იმის განსაზღვრა თუ რის გაკეთებას გეგმავს მისი ხელისუფლება,“ - ამბობს პროფესორი ქრისტიან დონატი.

სირიის ოპოზიცია შეერთებულ შტატებს მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისს დაცვისკენ მოუწოდებს. ვაშინგტონს და მის დასავლელ მოკავშირეებს კი სირიელ ამბოხებულებში რადიკალური ელემენტების იზოლირება სურთ, რადგანაც შიშობენ, რომ ასადის დამხობის შემდეგ, ამგვარი ელემენტების გაძლიერებამ შესაძლოა რეგიონში მძაფრი დაპირისპირება გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG