სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ინფორმაციით, ისლამისტური ჯგუფი ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო ქალაქ აზაზიდან გადის.
ძალთა ასეთი გადანაწილება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა სირიულმა ჯგუფმა ალ ნუსრამ მოწინააღმდეგე ისლამისტურ დაჯგუფებას ტერიტორიის დატოვების ულტიმატუმი გაუგზავნა და რამდენიმე დღით ადრე სასულიერო პირების დახმარებით მიღწეული შეთანხმების შესრულება სთხოვა.
სირიის ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირება უკვე რამდენიმე ხანია გრძელდება და მას ათასობით მეამბოხის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეორეს მხრივ, ასეთი ძალადობა კიდევ უფრო ანაწევრებს პოზიციას.