ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ომი ლიბანის ტერიტორიაზე გადავიდა


ლიბანის არმიის ქვედანაყოფებმა სამხრეთით მდებარე ქალაქ სიდონში სუნიტთა გამაგრებას ალყა შემოარტყეს

სირიის ომი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზეც გავრცელდა. ლიბანის არმიის ქვედანაყოფებმა სამხრეთით მდებარე ქალაქ სიდონში სუნიტთა გამაგრებას ალყა შემოარტყეს და შეიხ ამად ალ-ასირის მხარდამჭერებზე იერიში მიიტანეს.

ალ-ასირი სირიელ ამბოხებულებს უჭერს მხარს და პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ იბრძვის. ლიბანის მთავრობა კი შიიტთა დაჯგუფებას, ჰეზბოლას და მის მოკავშირეებს ემხრობა. ლიბანელი ჰეზბოლას მეომრები სირიაში ასადის ძალების მხარდასაჭერად იბრძვიან.

ლიბანის ქუჩებში შეიარაღებული დაპირისპირება კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ალ-ასირის მხარდამჭერები დააპატიმრა. ამბოხებულებმა არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მიიტანეს იერიში. შეტაკებაში 12 ჯარისაცი დაიღუპა. ოფიციალური პირების ცნობით, მსხვერპლი ლიბანელ ამბოხებულებს შორისაც იყო.
XS
SM
MD
LG