ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელ დევნილთა ბედი გაურკვეველია


იორდანიას დღესდღეობით ნახევარ მილიონამდე სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს, რომელთაგან 130,000 ქვეყნის საზღვარზე მდებარე ზაათარის ბანაკში ცხოვრობს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:34 0:00
ბმული

სირიაში ორწლიანი სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი დაზარალდა. ომს 70,000 ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს მონაცემებით, სირიიდან მეზობელ ქვეყნებში ბოლო ორი წლის განმავლობაში მილიონ ექვსასი ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანი გადავიდა. ასევე მილიონობით სირიელმა მიატოვა დროებით საცხოვრებელი ადგილი.

იორდანიას დღესდღეობით ნახევარ მილიონამდე სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს. აქედან 130,000 ქვეყნის საზღვარზე მდებარე ზაათარის ბანაკში ცხოვრობს. გაეროს ლტოლვილთა წარმომადგენელი ენდრიუ ჰარპერი ამბობს:

„ზაათარის ლტოლვილთა ბანაკი სიდიდით მსოფლიოში მეორეა. დროთა განმავლობაში ბანაკი თანდათანობით იზრდება.“

ბანაკში მცხოვრები სირიელი ლტოლვილი იხსენებს ფაქტს, როდესაც მის შვილიშვილს სამედიცინო დამხარება დასჭირდა და სასწრაფო დახმარების სააგენტოში 10 ჯერ დარეკვა მოუწია. ამის მიზეზი არა მარტო ლტოლვილებით გადატვირთული ბანაკი, არამედ იორდანიის შეზღუდული რესურსებია.

ანალიტიკოსის ორეიბ ალ რანტავი ამანში ალ ქუდსის ცენტრის დირექტორია. მისი თქმით, იორდანია ამ მდგომარეობაში ყოფნას დიდხანს ვერ გაუძლებს:

„ნუთუ არ შეიძლება, რომ მხარეებმა სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით მოილაპარაკონ და რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ? დაივიწყონ ქვეყნის კრიზისი და ადამიანებს მიაქციონ ყურადღება.“

ალ რანტავის სურვილია, ორივე მხარე დაჯდეს და ჰუმანიტარულ საკითხებზე იმსჯელოს:

„მოდით, შევარჩიოთ მშვიდობიანი ადგილი, სადაც სირიელი ლტოლვილები იცხოვრებენ. არ არის საჭირო არასაფრენი ზონის გამოცხადება, ეს სიტაუციას კიდევ უფრო დაძაბავს.“

ალ რანტავის სჯერა, რომ სირიაში დაპირისპირებული მხარეები უსაფრთხო სამოქალაქო ადგილს გამოძებნიან, რომელიც არა ბრძოლის ველი, არამედ კონფლიქტის მოგვარების ადგილი იქნება.

რანტავიმ იცის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელია, თუმცა ლტოლვილთა აზრი გასათვალისწინებელია. გაეროს ლტოლვილთა წარმოამდგენელი ამბობს:

„ამ საკითხზე ჰუმანიტარული სააგენტოები ძალზე შეშფოთებული არიან. თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას სირიის კრიზისის შეწყვეტა უფრო მეტად აინტერესებს.“

მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო კონფერენციის დაწყებას ელიან, თუმცა არავინ იცის, დაუთმობს თუ არა რომელიმე მხარე ლტოლვილთა საკითხს სათანადო ყურადღებას.
XS
SM
MD
LG