ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის კონფლიქტი მწვავდება


ალეპოში დაპირისპირებამ პიკს ერთი კვირის წინ მიაღწია

მიუხედავად საერთაშორისო კრიტიკისა, პარასკევს სირიის მთავრობამ ალეპოზე საჰაერო იერიში კვლავ მიიტანა და ქალაქის კომერციული ცენტრი დაბომბა.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სირიის მიერ მეამბოხეებზე მიტანილი იერიშის გამო შეშფოთება გამოთქვა. დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

ალეპოში დაპირისპირებამ პიკს ერთი კვირის წინ მიაღწია. ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, პრეზიდენტ ასადის შეიარაღებულმა ძალებმა ალეპოს სხვადასხვა უბნებზე სამხედრო ვეტმფრენებით მიიტანეს იერიში.
ქალაქის ზოგიერთ უბნებში მოხდა დაპირისპირება ასადის სამხედროებსა და მეამბოხეებს შორის.


XS
SM
MD
LG