ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი სირიას აკრიტიკებს


სირიაში ჰუმანიტარული კრიზისი თანდათან ღრმავდება და მთავარ გამოწვევად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება რჩება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორენ ფაბიუსის თქმით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში დასავლეთისგან ძლიერ, მასშტაბურ პასუხს მიიღებს.

მინისტრის ორშაბათის ინტერვიუს წინ უსწრებდა სირიაში ორგანიზაცია წითელი ჯვრის ვიზიტი, რომელიც პრეზიდენტთან და ოფიციალურ პირებთან შეხვედრებსაც მოიცავდა. ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი თანდათან ღრმავდება და მთავარ გამოწვევად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება რჩება.

ალჟირელი დიპლომატი, ლახდარ ბრაჰიმი, რომელსაც გაერომ და არაბულმა ლიგამ სირიაში საგანგებო სამშვიდობო დესპანის სტატუსი მიანიჭა, აცხადებს, რომ სირთულეების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესები სირიაში უიმედოდ არ გამოიყურება.
XS
SM
MD
LG