ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაპირისპირება გრძელდება


ამბოხებულებმა ალეპოში საგუშაგოები დააყენეს

თვითმხილველთა განცხადებით, შაბათს სირიის უდიდეს ქალაქ ალეპოში სერიოზული დაპირისპირებები მოხდა. შეტაკებები განხორციელდა დამასკოშიც. პრეზიდენტ ასადის სამხედრო შეიარაღება ცდილობდა ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორიები დაებრუნებინა, თუმცა ამ მხრივ მცირე პროგრესი განიცადა.

ამბოხებულებმა ალეპოში საკუთარი საგუშაგოები დააყენეს და ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. მეამბოხეები ასევე დაბანაკდნენ თურქეთის და სირიის საზღვრის გასწვრივ.

სირიის სამთავრობო ძალებმა თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და საგუშაგოებიც გააუქმეს. ქურთი მებრძოლები ქურთისტანის და სირიის სასაზღვრო ნაწილს აკონტროლებენ.


XS
SM
MD
LG