ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მართლმადიდებელი მონაზვნები სირიაში ბრუნდებიან


სირიაში მეამბოხეების მიერ დეკემბერში გატაცებული მონაზვნები სირიაში ბრუნდებიან

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მონაზვნები, რომლებიც სირიაში, დეკემბერში მეამბოხეებმა გაიტაცეს და კვირას ლიბანში გაათავისუფლეს, სირიაში დაბრუნდნენ. ერთერთმა გათავისუფლებულმა მონაზონმა მადლიერება გამოხატა სირიის საზღვრისპირა ქალაქში ჩასვლის შემდეგ. „ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჯანმრთელები ვბრუნდებით სირიაში. მადლობა უფალს. ვემადლიერებით ყველას, ვინც ჩვენს გათავისუფლებაში შეიტანა წვლილი’-თქვა ერთერთმა მონაზონმა.

მონაზვნები მიეკუთვნებიან სირიის ქრისტიანულ სოფელ მაალულაში არსებულ „მარ თაქლას“ მონასტერს, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ ტყვეობაში კარგად ეპყრობოდნენ. მონასტერმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს და ლიბანელ ოფიციალურ პირებს მათი გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.
XS
SM
MD
LG