ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაძაბულობა მატულობს


განსაკუთრებით ინტენსიურად ალეპოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი იბომბება

სირიის სამთავრობო ძალები ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ ალეპოში ოპოზიციის წინააღმდეგ მძიმე საარტილერიო ცეცხლს იყენებენ. ამბოხებულებმა ალეპოზე კონტროლი გუშინ ჩაიგდეს ხელში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანთა უფლებების სირიის ობსერვატორია აცხადებს, რომ მთავრობა ქალაქის დაბრუნებას ცდილობს. განსაკუთრებით ინტენსიურად ალეპოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი იბომბება.

ობსერვატორიის დირექტორი ალ რაჰმანი აცხადებს, რომ დაპირისპირების შედეგად ალეპოში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.

ალეპო სირიის კომერციული და ბიზნეს ცენტრია, რის გამოც ის უკიდურესად მნიშვნელოვანია როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლებისთვისაც.

XS
SM
MD
LG