ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება სირიაში


მორიგი რუსული ვეტო უშიშროების საბჭოში

სირიის დედაქალაქში ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლები გრძელდება. გუშინ უშიშროების შენობის აფეთქებაზე, პასუხისმგებლობა ამბოხებულებმა აიღეს. მათი თქმით, ეს პრეზიდენტ ასადის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გაეროს უშიშროების საბჭოს „მკაცრი და მკვეთრი“ მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ პრეზიდენტ ასადს ნათელი და მკვეთრი გზავნილი უნდა მივაწოდოთ. დადგა მისი წასვლის დრო. დადგა ამ რეჟიმის ცვლილების დრო. ნათელია, რომ მეორე მხარესაც ბრიტანეთი ამართლებს ძალადობას, მაგრამ თუ არ მოხდა ტრანზიცია, ნათელაია, რომ სამოქალაქო ომი გაგრძელდება,“ - განაცხადა კამერონმა.

დღეს გაეროში უშიშროების საბჭო შეიკრიბა და დასავლეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილა. რუსეთმა რეზოლუციას ვეტო დაადო.
XS
SM
MD
LG