ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდგომარეობა სირიაში


დაჭრილია ამბოხებულთა ერთ-ერთი ლიდერი, თავისუფალი სირიის არმიის მეთაური - რიად ასადი

სირიელი აქტივისტების ცნობით, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის ამოქმედების შედეგად დაიჭრა ამბოხებულთა ერთ-ერთი ლიდერი, რიად ასადი. ბრიტანეთში ბაზირებული სირიელთა უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ის ერთ-ერთი პირველი სამხედრო პირია, რომელიც 2011 წელს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს გადაუდგა და თავისუფალი სირიის არმიის მეთაური გახდა. რიად ასადი ამჟამად თურქეთში მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

აფეთქებები მოხდა დამასკოს ცენტრალურ მოედანზეც. - იქ, სადაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრე სამხედრო მმართველობის და სახელმწიფო ტელევიზიის შენობებია განლაგებული. სამთავრობო ტელეარხი გადმოსცემს, რომ აფეთქებების გამო ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, სულ 6 ადამიანი დაშავდა.

ხვალ კატარში სირიის საკითხებზე არაბული ლიგის მიერ ორგანიზებული ორდღიანი შეხვედრა იწყება. თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, მასში სირიის ეროვნული კოალიციის ყოფილი მეთაური, მუაზ ალ-ხატიბიც მიიღებს მონაწილეობას. დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის დოჰაში სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს.
XS
SM
MD
LG