ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგო ჩავესი სირიის პრეზიდენტს შეხვდა


უგო ჩავესი სირიის პრეზიდენტს შეხვდა
უგო ჩავესი სირიის პრეზიდენტს შეხვდა

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი სირიის პრეზიდენტს შეხვდა. ახლო აღმოსავლეთში მოგზურობის დროს უგო ჩავესი ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ გამოდის.

სირიაში ვენესუელის პრეზიდენტი თეირანიდან ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტთან მაჰმუდ აჰამდინეჟადთან გამართა მოლაპარაკება.

შეერთებულმა შტატებმა სირიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, რადგან ამ ქვეყანას ვაშინგტონი ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

ვენესუელის პრეზიდენტმა დაგმო ირანზე მოსალოდნელი თავდასხმის ორგანიზატორთა მოქმედება და ირანის მთავრობასთან სავაჭრო ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი.

XS
SM
MD
LG