ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაზე საფრანგეთი რეზოლუციის პროექტს წარადგენს


ლორენ ფაბიუსი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ლორენ ფაბიუსი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სირიის ხელისუფლება რუსეთის ინიციატივას იღებს

სირიის პრემიერ მინისტრმა ვაელ ალ-ჰალკიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა რუსეთის ინიციატივას-სირიის ქიმიური იარაღის საერთაშორისო ზედამხედველობასთან დაკავშირებით მხარს უჭერს.

ამ ფონზე, დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა განაცხადა, რომ ოფიციალური პარიზი გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტს წარადგენს, რომელიც 21 აგვისტოს ქიმიური იარაღის გამოყენებას დაგმობს და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ბრალდებულთა დასჯას მოითხოვს.

ლორენ ფაბიუსმა კერძოდ თქვა, რომ ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მსოფლიო თანამეგობრობა გუშინ გამოთქმული მოსაზრებების სანდოობაში ეჭვს არ შეიტანს. მისი თქმით, სირიელლმა ხალხმა ბევრი გადაიტანა და ახლა, მსოფლიოს სწრაფი მოქმედება მართებს.

დღესვე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსი ოფიციალური პირები სირიის წარმომადგენლებთან მუშაობენ დამასკოს კონკკრეტულ გეგმაზე, რომელსაც ის მალე წარუდგენს სხვა სახელმწიფოებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ რუსეთის გეგმას-სირიის ქიმიური იარაღის საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ მოსაქცევად-პოტენციური გარღვევა უწოდა, თუმცა ხაზი გაუსხვა, რომ ეს გეგმა არ შედგებოდა სამხედრო მოქმედების საფრთხის გარეშე.
XS
SM
MD
LG