ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია ამერიკას ადანაშაულებს


სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეერთებულ შტატებს ორმაგი სტანდარტის ქონაში ადანაშაულებს. ის ამერიკის ადმინისტრაციას ბრალს პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადაგდების მცდელობაში სდებს.

ვალიდ ალ-მოალემმა ბეირუთში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვერაფრით იგებს, თუ როგორ ახერხებს ამერიკა სირიაში ერთდროულად ჰუმანიტარული დახმარებების გაგზავნას და პარალელურად ქვეყანაზე უმკაცრესი სანქციების დაწესებას. ვაშინგტონი კვირის დასაწყისში სირიელ ამბოხებულებს დამატებით 60-მილიონიანი სამხედრო არამომაკვდინებელი შეიარაღების გაგზავნას დაპირდა. ამას გარდა, ასადის ოპოზიციურ ძალებს საკვები და სამედიცინო მარაგი გაეგზავნება. სირიელ ამბოხებულთა ლიდერი, სალიმ იდრისი აცხადებს, რომ მათ შეერთებული შტატებისგან არა სურსათი და გადასახვევი საშუალებები, არამედ იარაღი სჭირდებათ.
XS
SM
MD
LG