ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო გმობს სირიის ქმდებებს


სირიის მიერ თურქეთის საზღვართან განხორციელებული თავდასხმა შეშფოთების საგანი გახდა

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო სირიის მიერ თურქეთის მიმართულებით განხორციელებული საარტილერიო თავდასხმა. საპასუხოდ, თურქეთმაც ცეცხლი გაუხსნა სირიას.

სირიის ჯარის მხრიდან პირველი თავდასხმა ოთხშაბათს, თურქეთის სასაზღვრო ქალაქზე აქჩაკალეზე მოხდა. ნაღმები დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ქალი და 3 ბავშვი დაიღუპა.

გაეროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის მთავრობამ „პატივი უნდა სცეს მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას."

XS
SM
MD
LG