ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას და რუსეთს სირიის კონფლქტზე ჯერ არ უსაუბრიათ


სირიის შესახებ მოლაპარაკებები ყაზახეთში
სირიის შესახებ მოლაპარაკებები ყაზახეთში

თურქეთის თქმით ჯერჯერობით ძალიან ადრეა, ანკარამ კომენტარი გააკეთოს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივაზე, რომელიც სირიაში „უსაფრთხო ზონების“ შექმნას გულისხმობს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰუსეინ მუფტოღლუს თქმით, მნიშვნელოვანია დაველოდოთ პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამ შესაძლებლობის შესწავლას. თურქეთი „უსაფრთხო ზონების“ შექმნის იდეას დიდი ხანია მხარს უჭერს, თუმცა ობამას ადმინისტრაცია აღნიშნულის განხორციელებისგან თავს იკავებდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვს ვაშინგტონთან ჯერჯერობით არ უსაუბრია სირიის კონფლიქტის თაობაზე.

ამ კვირის დასაწყისში თურქეთი, რუსეთი და ირანი სირიელი მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ერთმანეთს ყაზახეთში შეხვდა. ანკარა, მოსკოვი და თეირანი შეთანხმდნენ, რომ ისინი გაუწევენ მეთვალყურეობას ქვეყანაში მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გააგრძელებენ მუშაობას კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ისინი არ დაუშვებენ გარკვეული ჯგუფების მიერ შეთანხმების დარღვევას, მათივე თქმით ანკარა მიიჩნევს, რომ ასადმა სირიის მთავრობა უნდა დატოვოს.

სირიის კონფლიქტი 6 წელია გრძელდება და ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კონფლიქტის შედეგად მილიონობით ადამიანს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია.

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, 8 თებერვალს ჟენევაში გაიმართება.

XS
SM
MD
LG