ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მდებარე რიჰანლის სახელობის ბანაკი 3000-ზე მეტი სირიელი ლტოლვის თავშესაფარს წარმოადგენს. ლტოლვილთა უმრავლესობაში ბავშვები არიან.

თურქეთის ხელისუფლება მათ ძირითადი საკვები საშუალებების გარდა, სათამაშოებითა და ტკბილეულით ამარაგებს. ერთი შეხედვით ბავშვებს არაფერი ეტყობათ, უფრო მეტიც, ისინი თამაშის ხასიათზეც მოგეჩვენებათ, მაგრამ კარვებში ჩასახლებულ ბავშვებს გული კვლავ შინისკენ მიუწევთ. 14 წლის მუსტაფა ჰარმოუში 8 თვის წინ მშობლბთან ერთად ჩამოვიდა თურქეთში:

„ჩვენ მანქანით წამოვედით; სამი თურქი ჯარისკაცის დახმარებით ბანაკში მივედით.“

მუსტაფას თქმით მისი ბიძა ჯარში უფროს ოფიცრად მსახურობდა, რომელიც დეზერტირი გახდა. თუმცა, მოგვიანებით იგი სირიის ტელევიზიის მეშვეობით კვლავ გამოჩნდა. მუსტაფას უფროსი ბიძაშვილი ჯერ მოკლეს და შემდეგ ხეზე მიაბეს:

„ჩემი ბიძები ჯერ დაიჭირეს, შემდეგ კი მოკლეს.“ ცამეტი წლის სარა ჰომსიდან სულ ახლახანს ჩამოვიდა. საშინელმა სროლებმა მას სახლი დაუნგრიეს:

„ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა. ხელისუფლების შეირაღებულმა ძალებმა უდანაშაულო ხალხი ჩახოცა, რადგან ისინი შეიარაღებულნი ეგონათ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.“

დაძაბული ვითარების გამო სარამ სკოლაში სიარულის თავი დაანება და საცხოვრებელ ადგილს გაეცალა. მან პრეზიდენტ ბაშარ-ალ-ასადს წერილიც მიწერა, რომელშიც მოუწოდებდა:

„ბაშარ, თავი დაგვანებე. ჩვენ ცხოველები არ ვართ. შენ გინდა რომ მე დარდისგან გარდავიცვალო...“

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად სირიაში არსებული ბრძოლების შედეგად, 400-ზე მეტი ბავშვია მოკლული, ხოლო ასობით მძიმედაა დაშავებული.

ომმა ბავშვების ცხოვრებას მძიმე კვალი დაატყო.

რადვან ჰამუედს ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დარჩენია; მას ჯარისკაცობა სურს, იმისათვის რომ თავისი ქვეყანა დაიცვას. რადვანი საკუთარი მამითა და ბიძებით ამაყობს. ისინი სირიის თავისუფალი არმიის წევრები არაინ.

მიუხედავად ომისა, სირიელ ბავშვებს ნათელი მომავლის ჯერ კიდევ სჯერათ და იმედი აქვთ რომ საკუთარ სახლებში მალე დაბრუნდებიან.

XS
SM
MD
LG