ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის უშიშროების ძალები აგრძელებენ რეიდებს


სირიის უშიშროების ძალები აგრძელებენ რეიდებს
სირიის უშიშროების ძალები აგრძელებენ რეიდებს

სირიის უშიშროების ძალები აგრძელებენ რეიდებს ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა დამცავი აქტივისტების განცხადებით სირიის ზოგიერთ რაიონში განხორციელებული ოპერაციების დროს ხელისუფლებამ ტანკები გამოიყენა.

არაბული ლიგის ქვეყნები სირიაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრის ჩატარებას აპირებენ.

გაეროს მონაცემებით მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების დროს სირიაში 2200 ადამიანი დაიღუპა. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ყველაფერში ბანდიტები და ტერორისტები დაადანაშაულა.

დასავლეთის ქვეყნები გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ცდილობენ, მაგრამ ვეტოს უფლების მქონე რუსეთის ფედერაცია ხელს უშლის ამ მიზნების განხორციელებას.

XS
SM
MD
LG