ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ემზადება


სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ მომდევნო კვირას ყაზახეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მოლაპარაკების მიზანი ექვსწლიანი კონფლიქტის დასრულება და სირიაში მშვიდობის მიღწევაა.

23 იანვარს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორისაა ცეცხლის-შეწყვეტის შეთანხმება, ჰუმანიტარული დახმარება და რეჟიმის მიერ განხორციელებული ძალადობა.

სირიელმა ოპოზიციამ დიდი დანაკარგი გასულ დეკემბერს განიცადა, როცა სამთავრობო ძალებმა ისინი აღმოსავლეთ ალეპოდან განდევნეს.

XS
SM
MD
LG