ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდა

U.N. mediator for Syria Staffan de Mistura speaks to media after a new round of negotiations on the Syria conflict at the European headquarters of the United Nations in Geneva, Switzerland, March 14, 2016.

გაერთიანებული ერების სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურამ ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ერთადერთი ალტერნატივა იმაზე სასტიკი ომია, ვიდრე სირიაში აქამდე მიმდინარეობდა.

სირიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის წინ დე მისტურამ განაცხადა, რომ სირიის ბედი მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ამაში მათ გაერო უნდა დაეხმაროს.

მისი თქმით სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ყველა მხარესთან მოლაპარაკებები დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება, მომდევნო ეტაპი კი აპრილის დასაწყისში გაიმართება. მოლაპარაკებების დასასრულისთვის მხარეებს სამშვიდობო გეგმა უნდა ჰქონდეთ შემუშავებული, რისი მიზანიც სირიაში ძალადობის შეწყვეტა.

XS
SM
MD
LG