ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი ოპოზიციონერები სტატუს კვოს წინააღმდეგ


სირიელი ოპოზიციონერები სტატუს კვოს წინააღმდეგ
სირიელი ოპოზიციონერები სტატუს კვოს წინააღმდეგ

სირიის ოპოოზიცია დღესდღეობით მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ არის გერთიანებული: სტატუს კვო არ უნდა გაგრძელდეს. ამ ფონზე, ოპოზიციის წარმომადგენლები არაბული ლიგის მოქმედებას იწონებენ ანტი ასადის გზავნილისთვიS, რომელიც შემდეგში მდგომარეობს უსაფრთოხების ძალები სირიის ქალაქებიდან უნდა გავიდნენ, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაიწყოს დიალოგი. არაერთი სირიელი აქტივისტი ლიგის ამ ულტიმატუმს სირიის მთავრობის დასასრულის დაწყებად აფასებს.

მოჰამედ ალუსი ქაიროში განთავსებული პოლიტიკური აქტივისტია:

მისი განცხადებით:

„თუ ასადის რეჟიმი არაბული ლიგის გეგმას განახორციელებს-მისი დასასურლი გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ასევე დამარცხება უწერია. აქტივისტის თქმით, სირიის მთავრობის საუკეთესო გამოსავალი ახლა დროის მოგებაა.“

აღსანიშნავია, რომ არაბული ლიგა აქტიურად აწვდის ხმას სირიის ოპოზიციას, და ასევე სირიის მთავრობის ხანგრძლივ მხარდამჭერს-ირანს. მაგრამ მაშინაც კი, როცა სირიელების და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა ასადის გადადგომის მიზნით იზრდება-ყველაზე ბოლოს კი ეს იორდანიის მეფე ჰუსეინმა დაამტკიცა-განსხვავებები სირიის ოპოზიციის შიგნით სულ უფრო მეტად თვალშისაცემი ხდება.

ანტი სამთავრობო ძალების ერთერთი ჯგუფის-ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტის და მისი ხელმძღვანელის ჰასამ აბდულ აზიმის მოთხოვნით, სირიის მთავრობაში რეფორმები უნდა დაიწყოს რასაც დიალოგი და სამოქალაქო ინსტიტუციების განვითარება უნდა მოყვეს.

ამ ფონზე, არაერთი სირიელი კიდევ ერთ ოპოზიციურ ჯგუფს, თურქეთში ბაზირებულ სირიის ეროვნულ საჭოს შესცქერის იმედით. ამ მიმდინარეობის მხარდამჭერები ასადის გადადგომის მოთხოვნის შენარჩეუნებას არჩევენ, ვიდრე დიალოგის დაწყებას. საბჭოს ერთერთი მხარდამჭერი აბდელ კადერი, რომელიც სირიის მედიის ოფისს წარმოადგენს ამბობს, რომ სირიის ეროვნული საბჭო სირიელი ხალხის მოთხოვნებს ახმოვანებს და ამის დასტური, საბჭოს მხარდასაჭერად ცოტა ხნის წინ ჩატარებული ორმილიონიანი დემონსტრაცია იყო.

მიხედავად აარსებული განსხვავებებისა, ორივე აღნიშნული ჯგუფი ერთნაირი მეთოდებით მოქმედებს, ორივე მათგანს მშვიდობიანი პროტესტის ფორმები იზიდავს, და არცერთი არ აპირებს სირიის მთავრობის პროვოკაციას წამოეგოს.

სირიის ოპოოზიციურ ძალებში არის კიდე ვ მესამე ჯგუფი, რომელიც ბევრად უფრო ძალისმიერ მეთოდებს ქადაგებს. ეს არის სირიის თავისუფალი არმია, რომლის შემადგენლობაში ათიათასამდე არმიის დეზერტირია გაწევრიანებული. ეს ჯგუფი თავდაპირველად მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად შეიქმნა მაგრამ არაერთმა წევრმა ბოლო დროს თავდასხმები დაიწყო.

პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ რეგიონალური და საერთაშორისო ზეწოლა, ან თუნდაც უმოქმედობა სირიის რეჟიმის რეპრესიების საპასუხოდ, დიდწილად განსაზღვრავს დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფების შერიგებას ან მათ საბოლოო დანაწევრებას.

XS
SM
MD
LG