ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია სირიის მთავრობასთან დიალოგზე დათანხმდა


ოპოზიცია სირიის მთავრობასთან დიალოგზე დათანხმდა
ოპოზიცია სირიის მთავრობასთან დიალოგზე დათანხმდა

დემონსტრანტები სირიის ოპოზციის დელეგაციას ქაიროში მდებარე არაბული ლიგის შენობასთან დახვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ოპოზიციას გამყიდველებს ეძახდნენ და მათ კვერცხებს უშენდნენ. ჟურნალისტთა ვარაუდით დემონსტრანტები ოპოზიციის მიერ მთავრობასთან დიალოგის გამართვის შესახებ თანხმობის განცხადებას აპროტესტებდნენ.

ოთხწევრიანი დელეგაცია არაბულ ლიგაში სირიის ხელისუფლების მიერ ამბოხებულთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის განსახილველად არის მიწვეული.

არაბული ლიგა საგანგებო შეხვედრებს შაბათს განაახლებს და კიდევ ერთხელ შეეცდება აიძულოს სირიის მთავრობა სამშვიდობო შეთანხმების პირობები დაიცვას. აქტივისტთა განცხადებით სირიის ხელისუფლების მიერ შეთანხმების გეგმის ხელმოწერის შემდეგ ქვეყანაში 110 ადამიანი დაიღუპა. გაეროს უფლებადამცველთა მონაცემებით სირიაში ამბოხის დაწყებიდან დღემდე მსხვერპლმა 3 500 ადამიანს მიაღწია.

XS
SM
MD
LG