ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაცი ქალაქ ლატაკიაში


დემონსტრაცი ქალაქ ლატაკიაში
დემონსტრაცი ქალაქ ლატაკიაში

სირიის ოპოზიციის განცხადებით უშიშროების ძალებმა ქვეყნის სამხრეთში კიდევ ოთხი ადამიანი მოკლეს, როდესაც სირიის ჩრდილო-დასავლეთში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერთა მიტინგი გაიმართა.

სირიელი აქტივისტების განცხადებით უშიშროების ძალებმა დარას პროვინციაში განახორციელეს რეიდები და სხვებთან ერთად 15 წლის ბიჭი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ოთხშაბათს სირიაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. 12 ოპოზიციონერი აჯანყებულ ქალაქ ჰომსში მოკლეს. სირიის არმიის 11 ჯარისკაცი კი ჰამას რეგიონში მომხდარი ბრძოლის დროს დაიღუპნენ.

ამასობაში პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერებმა დიდი მიტინგი მოაწყვეს ქალაქ ლატაკიაში. ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მთავრობის მომხრეების მიტინგში, რომელიც სირიის დედაქალაქ დამასკოში გაიმართა.

XS
SM
MD
LG