ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიული ზავი


შეთანხმების მიუხედავად შეტაკებები ზოგიერთ რაიონში გრძელდება

დღეს ძალაში შევიდა ოთხდღიანი ზავი, რომელიც სირიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა რელიგიური დღესასწაულის ეიდ ალ-ადჰას დადგომის გამო დადეს. თუმცა, ოპოზიციის აქტივისტები ზოგიერთ რაიონში შეტაკებების შესახებ იუწყებიან. როგორც სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი იუწყება, ბრძოლები გრძელდებოდა იდლიბის პროვინციაში. ასევე შეტაკებები მოხდა ვადი ალ-დაიფის სამხედრო ბაზაზე. შეკითხვაზე, ჩაშლილია თუ არა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე, უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა რომ არა, რადგან შუადღის მონაცემებით დაღუპულია 5 ადამიანი, მაშინ როდესაც დღის ამ მონაკვეთზე მსხვერპლი გაცილებით დიდია ხოლმე.
XS
SM
MD
LG