სირიის მთავრობა უგულვებელყოფს საერთაშორისო კრიტიკას ამბოხებულთა წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გატარების თაობაზე. მთავრობა შეიარაღებულ ძალებს პოლიტიკური უთანხმოების ჩასახშობად იყენებს.
სირიის ქალაქებში შესულმა უსაფრთხოების ძალებმა, სამოქალაქო ადგილებში ცეცხლის გახსნის თაობაზე უარი განაცხადეს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თქმით ჯარისკაცებმა დაკისრებული მოვალეობის საწინააღმდეგოდ იმოქმედეს, რასაც პრეზიდენტმა ასევე კანონგარეშე საქციელი უწოდა.
მიუხედავად იმ სისასტიკისა, რომელიც ოპერაციების განხორციელების დროს გამომჟღავნდა, ოპოციზიის სადამსჯელო ღონისძიებებში სამხედრო წოდების ზოგიერთი პირიც მოიაზრებოდა. ქვეით ჯარისკაცთა დიდი ნაწილი სუნიტია, რომლებიც ასადის ოჯახის ალავიტელი უმცირესობის ხანგრძლივი დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებიან.
ადამიანთა უფლებების დაცვის ჯგუფის თანახმად სამხედრო მეთაურები, ბრძანების სისრულეში მოსაყვანად, მზად არიან სასტიკი ზომების გასატარებლად. თვითმხილველთა თქმით, ჯარისკაცები, რომლებმაც უარი თქვეს მოსახლეობისათვის ცეცხლის გახსნაზე, ლიკვიდირებულნი არიან. მათგან თავის დაღწევა, მხოლოდ რამოდენიმემ თუ შეძლო.
დეზერტირთა ნაწილმა, რომელიც ლიბანში გადავიდა, სირიის არმიაში დარჩენილ სხვა ჯარისკაცებსაც მთავრობის ბრძანებების შეუსრულებლობა მოუწოდა, თუმცა მსგავს პოზიციას არც თუ ბევრი მომხრე ჰყავს.
ჰაიტამ მანანა, არაბული ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადგენელია, რომელმაც განაცხადა:
„სირიის ჯარში მილიონ ნახევარი ჯარისკაცია. თქვენ არ შეგიძლიათ ისაუბროთ მხოლოდ ამ 20 შემთხვევაზე აქ და - იმ 50 შემთხვევაზე იქ.“
ჯერჯერობით არც ერთი ბრიგადა არ წასულა მთავრობის წინააღმდეგ. ამ ერთობის განმსაზღვრელად კი შეიძლება სარდლობის სტრუქტურა ჩაითვალოს..
საკვანძო პოზიციები უსაფრთხოების აპარატში პრეზიდენტ ასადის ნათესავების ხელთაა, მათ რიცხვშია მისი ძმა მაჰერი და სიძე - ასსაფ ჩავკათი.
ლიბიასა და იემენში არსებული ოჯახური მმართველობის სტილის თანახმად აჯანყებულებს ძალის მეშვეობით უსწორდებიან. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ძალაუფლება კომპლექსური სისტემის სახითაა დაყოფილი. მისი ავტორი ბაშარის მამა, ყოფილი პრეზიდენტი - ჰაფეს ალ-ასადია. აღნიშნული სქემა კი, თავისთავად, შიდა წარმატების მომტანად ითვლებოდა.
„ჩათამ ჰაუსის“ ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ნადიმ შეჰადეჰი, ამბობს რომ თუ სირიის პოლიტიკურ და სამხედრო მმართველობას ჩამოაგდებენ ისინი ამ მარცხს ერთად განიცდიან და არა ცალ-ცალკე.
„მე ვფიქრობ, რომ რაც თქვენ ამ სტრუქტურაში აღმოაჩინეთ დაკავშირებულია ადამიანების მჭიდრო კავშირზე; თუმცა, მათ განხეთქილებისა და შიდა უთანხმოებისაც ეშინიათ. ასე რომ, თუ რომელიმე მათგანი ამ განხეთქილების მიზეზი აღმოჩნდა, ის დაუყონებლივ ლიკვიდირებული იქნება,“ - განაცხადა ექსპერტმა შეჰადეჰმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის დამკვირვებლის - მანას აზრით კი, უკვე დროა სამხედროებმა დამოუკიდებელად იმოქმედონ. მანა ასევე ამტკიცებს რომ სამხედროებმა შესაძლოა სამოქალქო ომიც შეაჩერონ. თუმცა, სანამ სამხედრო ოპერაციები გრძელდება, იგი იმედს გამოთქვამს რომ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი თავიდან აცილებული იქნება.