ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკებები ბეირუთში


ლიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ბეირუთში შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რაც ქმნის იმის საშიშროებას, რომ სირიაში არსებული კონფლიქტი შესაძლოა ლიბანზეც გავრცელდეს. შეტაკებები სირიის პრეზიდენტს მხარდამჭერ ლიბანელ ალავიტებს და ლიბანელ სუნიტებს შორის ხდება, რომლებიც მხარს სირიელ ამბოხებულებს უჭერენ. ლიბანში მათ შორის შეტაკაბები მას შემდეგ დაიწყო, რაც ლიბანის სამხედრო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რომლითაც სუნიტი სასულიერი პირი გადაადგილდებოდა. სროლის შედეგად აჰმედ აბდულ-ვაჰიდი და მისი თანაშემწე დაიღუპნენ. ორივე მათგანი სირიელ ამბოხებულებს უჭერდნენ მხარს. მართალია, ლიბანის სამხედრო ხელმძღვანელობამ ღრმა მწუხარება გამოთქვა და გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ამ ფაქტმა ლიბანელი სუნიტების პროტესტი გამოიწვია, რაც ალავიტებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

XS
SM
MD
LG