სირიელი აქტივისტების განცხადებით, უშიშროების ძალებმა ლატაკიაში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავაეს. დაპატიმრების ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სირიის სახემლწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიის შეიარაღებული ძალები ლატაკიადან გადიოდნენ.
ამ განცხადების შემდეგ, უშიშროების ძალები სახლებში ატარებდნენ ჩხრეკასა და დაპატიმრებას. საინფორმაციო სამსახური როიტერის ინფორმაციით, ხელისუფლების ძალებმა ასობით დაკავებული ავტობუსებში ჩასვეს და ლატაკიას სტადიონისკენ წაიყვანეს.
უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში ლატაკიაში დაახლოებით 35 ადამიანია დაღუპული.