ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი მხარეებს სირიის საკითხის შესათანხმებლად შეხვდება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამ კვირაში რუსეთის, თურქეთის, საუდის არაბეთის და იორდანიის ლიდერებს შეხვდება, რათა სირიაში ვითარების მოგვარების პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესის განახლების ვარიანტები განიხილოს.

ესპანეთში ვიზიტისას ჯონ კერიმ თქვა, რომ შეერთებულ შტატებს სირიის „სრული დანგრევის“ თავიდან აცილება სურს და ამ მოლაპარაკებებზე იმის მოლოდინით მიდის, რომ ყველა მხარე შეეცდება უკეთ გაიგოს რა ვარიანტები არსებობს და რა უნდა გაკეთდეს.

კერიმ აღნიშნა, რომ ყველამ, მათ შორის რუსებმა და ირანელებმა, აღიარეს, რომ სამხედრო გზა არ არსებობს, ამიტომ პოლიტიკური დარეგულირების გზა უნდა ვეძიოთ.

XS
SM
MD
LG