ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა სირიაში 2 ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა


სირიის არმიის განცხადებით, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიის ქალაქ მაიაფთან სამთავრობო პოიზციები ამოიღეს მიზანში, და მატერიალურ ზიანთან ერთად, ორი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისრაელმა საარტილერიო ცეცხლი ლიბანის საჰაერო სივრციდან გახსნა.

ქალაქი მაიაფი ჰამას პროვინციაში, სირია ლიბანის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

მომხდარზე ისრაელის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა მანამდე, ანალოგიური თავდასხმების შემდეგ ისრაელმა დააკონკრეტა, რომ საჰაერო თავდასხმები სირიაში ლიბანში დაფუძნებული დაჯგუფება "ჰეზბოლას" შეიარაღების აღსაკვეთად ხორციელდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG