ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი ტყვეები სამშობლოში ბრუნდებიან


Iranian hostages
Iranian hostages

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიის საკითხზე ეგვიპტეში მოლაპარაკებებს მართავს

სირიელი ამბოხებულების ტყვეობიდან გათავისუფლებული 48 ირანელი დღეს სამშობლოში ბრუნდება. ისინი გუშინ გაათავისუფლეს, მას შემედეგ, რაც ასადის მთავრობამ პატიმრობიდან 2130 ადამიანი გამოუშვა. სირიის სამოქალაქო ომის დროს ეს პატიმრების პირველი მაშტაბური გაცვლა იყო. დამასკოში გათავისუფლებულ ირანელებს სირიაში ირანის ელჩი მოჰამედ რიზა შიბანი დახვდა. სირიელი ამბოხებულები აცხადებენ, რომ დატყვევებული ირანელები ისლამური რევოლუციი გუშაგთა კორპუსის წევრები იყვნენ და ისინი სირიაში სადაზვერვო მისიას ასრულებდნენ. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფდა. ასევე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აქბარ სალეჰი სირის საკითხზე ეგვიპტეში მოლაპარაკებებს მართავს ეგვიპტის ლიდერებთან და არაბული ლიგის ხელმძღვანელებთან.
XS
SM
MD
LG