ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სულ 36 ათასამდე ადამიანი დაიღუპა


Mideast Syria

ბრძოლები იდლიბის პროვინციაში მიმდინარეობდა, რომელიც თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს

სირიაში მეამბოხეებმა სამთავრობო ჯარების საგუშაგოებზე იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც ასადის რეჟიმის 28 ჯარისკაცი დაიღუპა. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, ბრძოლები იდლიბის პროვინციაში მიმდინარეობდა, რომელიც თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. მათივე განცხადებით, შეტაკებისას 5 მეამბოხე დაიღუპა.

მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია სირიის მთავრობას.

კიდევ ერთ ინციდენტს თურქეთ-სირიის საზღვარზე ჰქონდა ადგილი. საპორტო ქალაქ ისკენდერუნში მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. დაიღუპა 4 ადამიანი. ამ დროისათვის არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, აფეთქება ქურთ მეამბოხეებს უკავშირდება, თუ სირიის კონფლიქტს.

სირიის 20 თვიან კონფლიქტს 36 ათასამდე ადამიანი შეეწირა.



XS
SM
MD
LG