ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამისტებმა იდლიბის აეროპორტი დაიკავეს


დაჯგუფება ალ ნუსრას მებრძოლი

ისლამისტმა მეამბოხეებმა იდლიბის პროვინციაში სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებული მნიშვნელოვანი აეროპორტი დაიკავეს.

სირიის სახემლწიფო ტელევიზიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სამთავრობო ძალებმა აბუ დუჰურის სამხედრო ბაზა დატოვეს. ისლამისტებს აეროპორტი ალყაში თითქმის ორი წლის განმავლობაში ჰქონდათ მოქცეული.

ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის ინფორმაციით, ალ ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი ალ ნუსრა და ისლამისტი მეამბოხეები აეროპორტს თითქმის მთლიანად აკონტროლებენ.

ისლამისტების კოალიციამ სახელწოდებით „დაპყრობის არმია,“ ქალაქი იდლიბი, რომელიც რეგიონის დედაქალაქია, წლის დასაწყისში დაიკავა. მას შემდეგ, აეროპორტი სამთავრობო ძალების ერთადერთი გამაგრებული პუნქტი იყო.

XS
SM
MD
LG