ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევის კონფერენცია კვლავ უშედეგოდ სრულდება


დღეს ჟენევაში სირიის კონფერენციის მორიგი რაუნდი სრულდება. სამშვიდობო კონფერენცია, რომელიც მიზნად სამწლიანი სამოქალაქო დაპირისპირების დასრულებას ისახავდა მიზნად, კვლავ უშედეგოდ სრულდება.

ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო მედიატორმა, გაეროს და არაბული ლიგის საგანგებო დესპანმა, ლახდარ ბრაჰიმიმ გააკეთა. მისი თქმით, კონფერენცია ხელშესახები პროგრესის გარეშე დასრულდა, მაგრამ მედიატორმა იქვე დასძინა, რომ „ერთ ქვასაც არ დატოვებენ გადაუბრუნებელს, თუკი წინსვლის მცირეოდენი შანსი მაინც გაჩნდა“.

ჯერჯერობით მხარეები იმაზეც ვერ თანხმდებიან, თუ რა უნდა იყოს ჟენევის განხილვების მთავარი თემა. სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქში ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო. სირიის ოპოზიცია გარდამავალი მთავრობის შექმნას ითხოვს, რომელშიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადი მონაწილეობას აღარ მიიღებს. სირიის მთავრობა კი აცხადებს, რომ ამგვარ გეგმას არც კი განიხილავს.
XS
SM
MD
LG