ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ხელისუფლება გაზსადენის აფეთქებაში ტერორისტებს ადანაშაულებს


სირიის ხელისუფლება გაზსადენის აფეთქებაში ტერორისტებს ადანაშაულებს
სირიის ხელისუფლება გაზსადენის აფეთქებაში ტერორისტებს ადანაშაულებს

სირიის ხელისუფლებამ გაზსადენის აფეთქებაში ტერორისტები დაადანაშაულა, მაშინ როდესაც სულ უფრო ხშირდება შეტაკებები სირიის ჯარებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის.

სირიის სამთავრობო მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ აფეთქება ლიბანის საზღვრის მახლობლად მდებარე თელქალაქთან მოხდა.

სირიაში სახალხო აჯანყების დაწყების შემდეგ გაზსადენებზე რამდენიმე აფეთქება განხორციელდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ უწევს ორგანიზაციას ამ დივერსიულ აქტებს.

ამასობაში სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით დარაას პროვინციის ქალაქ ჰირაკში მომხდარი შეტაკების შედეგად სამთავრობო ძალების 6 ჯარისკაცი და 4 ოპოზიციონერი დაიღუპა.

კვირას დამასკოს გარეუბნებში, ქალაქ ჰომსში და ჰამაში მომხდარი შეტაკებების დროს 72 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 42 სამოქალაქო პირი.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის უშიშროების ძალების 2000-მდე ჯარისკაცმა ტანკების მხარდაჭერით იერიში მიიტანა სუნიტებით დასახლებულ დამასკოს გარეუბნებზე, რომლებიც ორი კვირის წინათ აჯანყდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG