ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაში მომხდარ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს


მსოფლიო ლიდერები გუშინ სირიაში მომხდარ ფაქტს გმობენ. დღეს სპეციალურად ამ შემთხვევის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც გაიმართა.

4 აპრილს სირიაში ოპოზიციის მიერ გაკონტროლებული ქალაქის, ხან შეიხუნის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული.

დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა წყაროების უმეტესობა მიუთითებს, რომ სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. მათ შორის ნახევარზე მეტი ქალი და ბავშვია.

რუსეთი თავდასხმასთან რაიმე ტიპის კავშირს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა მსოფლიო ლიდერები და დიპლომატები სწორედ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჯგუფების ბრალეულობაზე საუბრობენ. რუსეთი კი ასადის ხელისუფლებას ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო-საჰაერო ოპერაციებით 2015 წლიდან ეხმარება.

დაშავებულთა სიმპტომებზე დაკვირვების შემდეგ საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ თავდასხმისას ნევრული აგენტის, სარინის შემცველი ქიმიურ იარაღი იყო გამოყენებული - ეს არის აირი, რომელიც ნერვული სისტემის პარალიზებას იწვევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG