ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება სირიაში


გაეროს მონაცემებით, ერაყის ქურთისტანის რეგიონში გასულ კვირას სულ ცოტა 30 ათასი სირიელი დევნილი გადავიდა

ჩრდილოეთ სირიაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ალ-ყაიდას ძალებს და ქურთ მებრძოლებს შორის მომხდარი შეტაკების გამო, ათობით ათასი სირიელი იძულებული გახდა თავი მეზობელი ერაყისთვის შეეფარებინა.

ბრიტანული უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ბრძოლები დღეს ქალაქ რას ალ-აინთან მდებარე რამდენიმე სოფელში ერთდროულად დაიწყო. რეგიონს ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთი ესაზღვრება, სადაც ქვეყანაში მცხოვრები ქურთების დიდი კონცენტრაციაა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ერაყის ქურთისტანის რეგიონში გასულ კვირას სულ ცოტა 30 ათასი სირიელი გადავიდა, რომელთა უმეტესობა ქურთია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვარაუდით, დევნილთა რაოდენობა ჯერ კიდევ გაიზრდება. სულ, სირიაში 2011 წელს დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, დევნილთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა.
XS
SM
MD
LG