ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის ვიზიტი აშშ-ში


თურქეთის პრემიერი ვაშინგტონში ამერიკელ ლიდერებს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ამერიკა და თურქეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალასადის გადადგომის მომხრეები არიან. იმისათვის რომ მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ასადი უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მმართველობას, განაცხადეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ობამამ და ერდოღანმა.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს აზრთა სხვაობა სირიის საკითხთან დაკავშირებით. მათ ასადის რეჟიმზე წნეხის გაძლიერებასა და სირიის ოპოზიციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
XS
SM
MD
LG