ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია უარყოფს ამერიკის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მასობრივი მკვლელობებისას დაღუპულთა ცხედრებს კრემატორიუმში წვავენ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სირიის ერთ-ერთ ციხეში 50 პატიმარი დასაჯეს სიკვდილით. კვალის დასაფარად კი მათი ცხედრები კრემატორიუმში დაწვეს.

ახლო აღმოსავლეთში ამერიკელმა დიპლომატმა სტიუარტ ჯონსმა განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლების ქმედებები „უზნეობის ახალ დონეზე“ გადადის. და რომ ომის საშინელებები გრძელდება ასადის მთავრობის მუდმივი მხარდამჭერების ირანისა და რუსეთის დახმარებით. ჯონსის განმარტებით, ახლა ამერიკა რუსეთთან ერთად სწორედ იმ პრობლემების მოგვარებას ცდილობს, რომლებიც დიდწილად სწორედ ამ უკანასკნელის დახმარებით შეიქმნა.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს ამერიკის ბრალდებებს.

სახელმწიფო მედია „სანას საინფორმაციო სააგენტო“ კი ავრცელებს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს, სადაც ის ამერიკის ბრალდებებს „სიმართლისგან შორს მდგომ ჰოლივუდურ ისტორიას“ უწოდებს.

სირიის ექვსწლიანი ომის პირობებში 400 000 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG