ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ოპოზიციას არბევენ


სირიაში ოპოზიციას არბევენ

სირიაში უკვე მეორე დღეა ოპოზიციის შეკრებების დარბევა მიმდინარეობს. სირიის სამთავრობო ჯარებმა დღეს ქალაქ დარააში ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრაციას.

ამ ეტაპზე, მიუხედავად საერთაშორისო დონეზე დაწყებული კრიტიკული შეფასებებისა, სირიის მთავრობა არანაირ ნიშნებს არ აჩვენებს მოშალოს სამთავრობო ტანკებისა და ჯარისკაცების მიერ შექმნილი ალყა. დარაას მაცხოვრებლებს გარეთ გასვლა ეშინიათ. ქუჩებში დემონსტრანტები ქვებს სროლით ჯარების შეკავებას ცდილობენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დღემდე სირიაში არაერთი ადამიანი დააკავეს.

აქტივისტები და თვითმხილველები იტყობინებიან, რომ გუშინ დარააში სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG