ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ-ასადი ცეცხლის შეწყვეტაზე


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ მის ქვეყანაში ხუთწლიანი ომის შეწყვეტა იმედის ნაპერწკალია. გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ასადმა განაცხადა, რომ მთავრობა შეთანხმების შესანარჩუნებლად მის ვალდებულებებს შეასრულებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, სირიის კონფლიქტის დეესკალაციისთვის, მომდევნო რამდენიმე დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა.

უკვე მეხუთე დღეა სირიის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, რაც სამთავრობო და ოპოზიციურ ძალებს შორის ბრძოლების შეწყვეტას გულისხმობს. იგივე არ ვცცელდება დაჯგუფებებზე, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო” და “ალ-ნუსრა”.

XS
SM
MD
LG