სირიის მთავრობის ცნობით ამერიკის მიერ წარმართული კოალიციის საჰაერო თავდასხმის შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 13 დაშავდა.
დეირ ეზორის პროვინციაში საჰაერო იერიშის მიტანას უარყოფს კოალიცია.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს და უშიშროების საბჭოს წერილობით მიმართა და მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.