ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში განახლდა ბრძოლები


სამშაბათს სირიაში განახლდა ბრძოლები ოპოზოციურ და სამთავრობო ძალებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ გაერო დამასკოში სამშვიდობო მისიის დამკვირვებლებს აგზავნის. სირიის უფლებადამცველების განცხადებით სირიის მთავრობამ იერიში რამდენიმე წერტილზე ერთდროულად მიიტანა, მათ შორის ჰომსზეც. ხოლო იდლიბის პროვინციაში ქალაქ ტაფტანაზის გარეუბნებში უფრო მძიმე ბრძოლები გაჩაღდა. ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მსხვერპლია. გაეროსა და არაბული ლიგის სპეციალური წარგზავნილის კოფი ანანის პრესპიკერის განცხადებით, გაეროს ჯგუფი სირიაში 48 საათის განმავლობაში ჩავა.

XS
SM
MD
LG