ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ ასადის ინტერვიუ ამერიკულ ტელეკომპანიასთან


ბაშარ ალ ასადის ინტერვიუ ამერიკულ ტელეკომპანიასთან
ბაშარ ალ ასადის ინტერვიუ ამერიკულ ტელეკომპანიასთან

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარში უარყო მის მიერ ანტი-სამთავრობო გამოსვლებში მონაწილეთა განადგურების ბრძანების გაცემა.

ტელეკომპანია ეი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონმა ასადმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ ის სირიის პრეზიდენტია, ის არ არის ქვეყნის სრული ბატონ-პატრონი და ბოლომდე ვერ აკონტროლებს უშიშროების ძალების მოქმედებას.

მისი თქმით: ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მეორე მისი ცხოვრებაში განხორციელება, რომლზეც ცალკეული ოფიციალური პირები არიან პასუხისმგებელნი.

ბაშარ ასდმა ეჭვი შეიტანა გაეროს მონაცემებში, რომელიც ამტკიცებს, რომ სირიაში სახალხო მღელვარების დაწყების შემდეგ 4000 ადამიანი დაიღუპა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს რომ ბატონი ასადი პირადად არის პასუხისმგებელი ოპოზიციის აქტივისტების მასობრივ მკვლელობაში.

XS
SM
MD
LG